დიადია საცქერლად,
ქართველების სიამაყეს უწოდებენ ........
(სამებას)
2.მთაზე გადმომდგარა ქალი ფიქრიანი,
ქალაქს გადმოჰყურებს ხელში ხმლით და თასით..
ქართველთ ხასიათის სიმბოლოდ ქცეულა,
გული გავსებია შვილებზე დარდით.
(ქართლის დედა)
3. აქ ხშირად გაისმის მუსიკის ჰანგები,
სტუმარი ასობითაც კი ჰყოლია..
და მისი სიმრგვალე ქალაქს ისე ერწყმის,
მათ ორთა შეუქმნიათ ჰარმონია.
თბილისელთ სახელზე ბევრი უფიქრიათ და შეურქმევიათ .........
(ფილარმონია)
4. მდინარეა ძალზედ გრძელი,
ვერ გაწვდება თვალი.
თბილისს ორ ნაწილად ჰყოფს და
თქვი რა ჰქვია?- ........
(მტკვარი)
5. მომხვდურ მტერთა,თუ დამხვედრთა
სისხლი ბევრჯერ დაიღვარა..
ქართველთათვის დღე და ღამე
უთვალავჯერ გაიყარა.
თუმც ეს ძველი გალავანი
ალაგ-ალაგ დაიშალა,
წარსულ დროის მოსაგონრად
მაინცა დგას ...........
(ნარიყალა)
6.მეტეხის ტაძართან არგუნეს ადგილი,
მესაიდუმლეა მტკვრისა.
თბილისის პეიზაჟს ძლიერ მოხდენია
ძეგლი მეფე ............
(გორგასლისა)
7.აქ ცხელი წყალი ოდითგან სჩქეფდა,
თავისებური იდგა სურნელი,
ამ ადგილს დიდი ასაკი აქვს და
ბევრი ჰყოლია უცხო სტუმრებიც.
(აბანოთუბანი)
8.ჩვენ მხოლოდ ამ წიგნს დავუდგით ძეგლი..
ამ ძეგლთან ხშირად ნახავთ ყმაწვილებს,
აღფრთოვანებულთ სანახაობით,
თუ ცოდნა ცისკენ როგორ გაცილებს.
(დედაენის ძეგლი)
9.აქ სუნთქავს განძი საქართველოსი,
მარადის ძილით სძინავთ გენიებს.
ნიავიც თითქოს რიდით არ იძვრის,
იგრძნობ,ამ ადგილს თუკი ეწვიე.
აქაურობა ისე წმინდაა,
როგორც სითეთრე აისის თოვლზე..
მარადის ძილით სძინავთ გენიებს,
მარმარილოს თუ ფშავის მთის ლოდ ქვეშ.
(მთაწმინდის პანთეონი)
10.ის საყრდენია საქართველოსი,ბურჯია მისი.
ის ქალაქია უმთავრესი და საამაყო.
ერთადერთია სამყაროში როგორცა ღმერთი,
თბილია როგორც მშობელი დედა და სათაყვანო.
(თბილისი)
11.მთა-არაერთი პოეტის მუზა,
მთა-ამ პოეტთა მყუდრო სავანე,
მთა-სადაც თითქოს სუნთქავ უფრო ღრმად,
მთა-სადაც მზეც კი უფრო ანათებს.
ის და თბილისი შვენიან ერთურთს,
ქცეულად ერთ სულ,ქცეულან ერთ ხორც..
ამ მთას სახელიც წმინდა აქვს,ირგვლივ
კი საოცარი სიმშვიდე მეფობს.
(მთაწმინდა)
12.სისხლიან აპრილს,როცა ქალაქს სუთქვა უჭირდა,
როცა ქვეყანა შეიმოსა ისევ შავებში,
რუსთველის გამზირს აუვიდა დარდის სურნელი.
მაშინ არისხებდნენ ზარებს გლოვისას, ........
(ქაშვეთში)
13.ამ მზიან ქალაქში,როცა რეკენ ზარებს,
ხმას ყველგან მოისმენ მოტანილს სიოთი,
ალბათ,ყველა იცნობს ტაძრის ზარის წკრიალს,
ტაძრისას,რომელსაც უწოდეს ......
(სიონი)
14. ასე უთქვამთ,ადრე,როცა ირგვლივ იყო უღრანი ტყე,
ნადირობდა მეფე დიდი,როცა ცაზე სუფევდა მზე.
ბევრი ქორით და შევარდნით,მოსდებია არე-მარეს,
დაუჭრია ხოხობი და მიჰყოლია მერე კვალზე.
უპოვია,სადღაც,სადაც მზის სხივები აღწევს ვერა.
თურმე იდგა ოხშივარი,იხილავდი რამეს ძნელად.
სჩქეფდა წყალი საოცარი,იღვრებოდა თურმე ველზე.
უთქვამს,უნდა გავაშენო აქ ქალაქი,თუკი შევძელ.
და მან შეძლო,რომ შეექმნა,იქ ქალაქი თვალწარმტაცი,
მისი ტოლი,შესადარი,დღემდე ქვეყნად სხვა სად არის?!
ის მეფე კი,მეომარი,მუზარადზე მგელის თავით,
არის ჩვენი საამაყო მეფე ........ .......
(ვახტანგ გორგასალი)
15. ჩვენ ქალაქის დასავლეთის
არის დამამშვენებელი,
მთელი მისი სიდიადით,
ძეგლი .............
(აღმაშენებელის)
მიწისქვეშეთს სწრაფად იპყრობს,
სტილში ჯდება რეტრო,
შოკოლადის სახელიც აქვს
და მას ჰქვია ....
(მეტრო)
No comments:
Post a Comment